სატენდერო დოკუმენტის შექმნა

სატენდერო დოკუმენტის მომზადება

ჯანმრთელობის და ბიზნესის დაზღვევის შეთავაზებების მისაღებად უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო დაფარვების და ანაზღაურების პირობების დეტალური გათვალისწინება, რათა მიღებულ იქნას ორგანიზაციის რისკებზე მორგებული შეთავაზება.

 

ასტრუმ რისკ მენეჯმენტი უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიის კვალიფიციურ დახმარებას სატენდერო დოკუმენტის მომზადებაში, სადაც გათვალისწინებული იქნება ბაზრის პოტენციალი კონკრეტულ სადაზღვევო პროდუქტში, თქვენს ბიზნესში არსებული რისკები და გამოწვევები, ასევე ყველა ის დაფარვები და საყურადღებო გამონაკლისები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს სადაზღვევო ხელშეკრულების რისკს.

ჩვენი აქტივობები

ჩვენი აქტივობები

ჩვენ ვსწავლობთ ორგანიზაციის ბიზნეს საქმიანობის რისკებს და იმ სპეციფიურ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია რომ მოექცეს სადაზღვევო დაფარვებში. ასევე ვეცნობით ორგანიზაციის თანამშრომელთა და მისი აქტივების სპეციფიკას, სადაზღვევო ისტორიას, რასაც ვითვალისწინებთ სატენდერო დოკუმენტში.

პირველად საბაზისო ინფორმაციასთან ერთად ვახდენთ კონკრეტულ სადაზღვევო პროდუქტთან მიმართებაში სატენდერო დავალების (დაფარვების და პირობების) შემუშავებას ქართული სადაზღვევო ბაზრის საუკეთესო პრაქტიკის და ორგანიზაციის სპეციფიკური რისკების გათვალისწინებით.

კონკრეტულ სადაზღვევო პროდუქტთან მიმართებაში გვაქვს შესაძლებლობა სატენდერო დოკუმენტში დეტალურად გავწეროთ მხოლოდ ის დასაშვები გამონაკლისები, რომლებიც შესაძლებელია იქნას კონტრაქტში ჩადებული. ეს გამორიცხავს სხვა დამატებითი გამონაკლისების წარმოდგენას შეთავაზებების მიღებისას.

პროდუქტის რისკების და დაფარვების გარდა,სატენდერო დოკუმენტში ვახდენთ სადაზღვევო ბაზარზე გავრცელებული შეზღუდვების და წინაპირობების კონტრაქტიდან თავშივე ამოღებას, რაც შეამცირებს სადაზღვევო კომპანიასთან დასადები კონტრაქტის რისკებს ორგანიზაციისათვის.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით