პერსონალური მენეჯერი

კორპორაციული დაზღვევის პერსონალური მენეჯერი

ორგანიზაციის სამედიცინო და ბიზნეს რისკების დაზღვევა - ბიზნეს საქმიანობის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დაზღვევა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას საოპერაციო და სამედიცინო რისკების ტვირთი არ აიღოს საკუთარ თავზე და დააზღვიოს ისინი გონივრულად.

 

დაზღვევის პერსონალური მენეჯერი - ორგანიზაციის უშუალო წარმომადგენელია კორპორაციული სამედიცინო და ბიზნეს რისკების დაზღვევის ადმინისტრირებაში. დაზღვევის პერსონალური მენეჯერი - უზრუნველყოფს ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების დაზღვევის პროცესების აწყობას, დაზღვევის სტრატეგიის გამართვას და მომსახურების ხარისხის მონიტორინგს დაზღვევის სრულ პერიოდში.

მართვის პროცესი

მართვის პროცესი

დაზღვევის პერსონალური მენეჯერი პირველ რიგში ეცნობა თქვენი ორგანიზაციის საოპერაციო საქმიანობას  და იმ სადაზღვევო გამოცდილებას, რაც მიმდინარედ აქვს ორგანიზაციას. ეს იძლევა საშუალებას რომ მოხდეს დაუზღვეველი რისკების დანახვა და  მათი ადეკვატური შეფასება.

დაზღვევის პერსონალური მენეჯერი შეისწავლის თქვენი ორგანიზაციის მიერ შეძენილ სადაზღვევო პროდუქტის/პროდუქტების პირობებს, დადებულ ხელშეკრულებებსა და მათში არსებულ რისკ ფაქტორებსა და ნიუანსებს, რაც მნიშვნელოვანია დაზღვევის სამომავლო სტრატეგიის და პირობების შემუშავებისათვის.

დაზღვევის პერსონალური მენეჯერი ამზადებს სადაზღვევო პროდუქტის პირობებს, ტექნიკურ მოთხოვნებს, რაც საჭიროა სადაზღვევო კომპანიებისგან შეთავაზებების მისაღებად.

 

პერსონალური მენეჯერი  უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის პროცესს პროდუქტის შეთავაზების, მისი განხილვის, შერჩევის და კონტრაქტის დადების თითოეულ  ეტაპზე.

დაზღვევის პერსონალური მენეჯერი ორიენტირებულია და ზრუნავს იმაზე,  რომ დააზღვიოს თქვენი  ორგანიზაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობა და  ბიზნეს რისკები  - საუკეთესო  ფასად! ამისათვის ის  იყენებს საუკეთესო სადაზღვევო პრაქტიკას.

დაზღვევის პერსონალური მენეჯერი ორგანიზაციაზე მიმაგრებული დაზღვევის სპეციალისტია,  რომელიც  ათანხმებს ყველა საჭირო მოქმედებას  ორგანიზაციის  შესაბამის პასუხსმგებელ პირთან და გამჭვირვალედ წარმართავს საკუთარ საქმიანობას ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესების დაცვით.

დაზღვევის პერსონალური მენეჯერი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ერთვება საკითხის დარეგულირებაში და შესაბამის დახმარებას გიწევთ სადაზღვევო მომსახურების მიღებასა და მისი სამართლიანი და დროული დაფინანსებისათვის.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით