ბიზნესის დაზღვევის მართვა

ბიზნეს რისკების დაზღვევის მენეჯმენტი

ბიზნეს რისკების დაზღვევა და მისი მართვა, ერთ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი კომპანიის სტაბილური ფუნქციონირებისათვის.

 

ასტრუმ რისკ მენეჯმენტი უზრუნველყოფს პარტნიორი კომპანიების რისკების დაზღვევას კორპორაციული სადაზღვევო პროდუქტებით. ჩვენი მართვის პროცესი სადაზღვევო პროდუქტის საჭიროების აღმოჩენიდან დაწყებული და მისი იმპლემენტაციით დასრულებული, ქმნის იმ ერთიან ჯაჭვს, რომელიც იცავს კომპანიებს სხვადასხვა ბიზნეს რისკებისგან.

მართვის პროცესი

მართვის პროცესი

რისკის შეფასება გულისხმობს რისკების იდენტიფიკაციასა და მათი ზემოქმედების ანალიზს. რისკ-ჯგუფები მოიცავს სტრატეგიულ, საოპერაციო და ფინანსური რისკებს, ასევე ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პოტენციურ რისკებს.

არსებული რისკების გათვალისწინებითა და ჩვენი საუკეთესო პრაქტიკით, ვახდენთ თქვენი კომპანიისათვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტის ძირითადი მოთხოვნებისა და პირობების შემუშავებას.

ჩვენ, თქვენთან შეთანხმებულ სატენდერო დოკუმენტს ვაგზავნით შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში, საიდანაც ეფექტური კომუნიკაციის შედეგად ვიღებთ ჩვენს მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოვებულ სადაზღვევო შეთავაზებას.

 

მოწოდებული სადაზღვევო წინადადებების შეფასებას ვახდენთ დეტალური ანალიზის საშუალებით, რომელსაც გიგზავნით თქვენ გადაწყვეტილების მარტივად და გააზრებულად მისაღებად.

დაზღვევის პირობების ორივე მხარესთან შეჯერების შემდეგ, თქვენი კომპანიის იურისტთან ერთად გავდივართ ხელშეკრულების იურიდიულ ნაწილს და ვათანხმებთ საჭირო ცვლილებებს შერჩეულ სადაზღვევო კომპანიასთან, რის შემდეგაც ფორმდება ორმხრივი კონტრაქტი.

ეს პროცესები მოიცავს: თქვენს და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან განსახორციელებელი პროცედურების დროული შესრულებაზე კონტროლს, სადაზღვევო შემთხვევების მართვის სისწრაფესა და კომპეტენტურობას, ინფორმირებულობას, ზარალის დროულ და სრულფასოვან ანაზღაურებას, ანაზღაურების პროცედურების სიმარტივეს, რაც განაპრობებს თქვენს კომფორტს დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცესებში.

გარკვეული პერიოდულობით ჩვენ ვამოწმებთ თქვენი და თქვენი თანამშრომლების დაზღვევით კმაყოფილებას როგორც უშუალო კომუნიკაციით, ისე გამოკითხვის (პირდაპირი/ ელექტრონული) მეთოდითა და სადაზღვევო შემთხვევების გადაწყვეტის ხარისხის შესაბამისად. დაზღვევის ხარისხის შეფასება გვეხმარება რომ დავინახოთ და გადავწყვიტოთ ის საკითხები და გამოწვევები რაც მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისათვის.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით