სამედიცინო დაზღვევის მართვა

სამედიცინო დაზღვევის მენეჯმენტი

სამედიცინო/ჯანმრთელობის დაზღვევა ის უპირველესი სადაზღვევო პროდუქტია, რომელიც განაპირობებს დასაქმებულთა შრომის მოტივაციასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ორგანიზაციისათვის.

 

ასტრუმ რისკ მენეჯმენტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამშრომელთა და მათ ოჯახის წევრთა დაზღვევის სრულ მენეჯმენტს. ის მოიცავს პროდუქტის შემუშავებასა და დასაქმებულთა ოპტიმალური დაზღვევის პროდუქტით უზრუნველყოფას, ასევე დაზღვევის ხარისხის მონიტორინგს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

მართვის პროცესი

მართვის პროცესი

ჩვენ ვსწავლობთ ორგანიზაციის დაზღვევის გამოცდილებასა და დაგროვილ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტის ფორმირებისთვის, ასევე ვითვალისწინებთ ბიზნესის სფეროში არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს სამედიცინო კუთხით.

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის პირობების დამუშავებას / ტექნიკური დავალების მომზადებას ორგანიზაციის რისკების და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

ჩვენ, თქვენთან შეთანხმებულ სატენდერო დოკუმენტს ვაგზავნით შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში, საიდანაც ეფექტური კომუნიკაციის შედეგად ვიღებთ ჩვენს მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოვებულ სადაზღვევო შეთავაზებას.

 

მოწოდებული სადაზღვევო წინადადებების შეფასებას ვახდენთ დეტალური ანალიზის საშუალებით, რომელსაც გიგზავნით თქვენ გადაწყვეტილების მისაღებად.

დაზღვევის პირობების ორივე მხარესთან შეჯერების შემდეგ, თქვენი კომპანიის იურისტთან ერთად გავდივართ ხელშეკრულების იურიდიულ ნაწილს და ვათანხმებთ საჭირო ცვლილებებს შერჩეულ სადაზღვევო კომპანიასთან, რის შემდეგაც ფორმდება ორმხრივი კონტრაქტი.

ეს პროცესები მოიცავს: თქვენს და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან განსახორციელებელი პროცედურების დროულ შესრულებაზე კონტროლს, სადაზღვევო შემთხვევების სწრაფ და კომპეტენტურ მართვას, ზარალის დროულ და სრულფასოვან ანაზღაურებას, ანაზღაურების პროცედურების სიმარტივეს, რაც განაპრობებს თქვენს კომფორტს დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცესებში.

გარკვეული პერიოდულობით ჩვენ ვამოწმებთ თქვენი და თქვენი თანამშრომლების დაზღვევით კმაყოფილებას როგორც უშუალო კომუნიკაციით, ისე გამოკითხვის (პირდაპირი/ ელექტრონული) მეთოდითა და სადაზღვევო შემთხვევების გადაწყვეტის ხარისხის შესაბამისად.

 

დაზღვევის ხარისხის შეფასება გვეხმარება რომ დავინახოთ და გადავწყვიტოთ ის საკითხები და გამოწვევები, რაც მნიშვნელოვანია თქვენი დასაქმებულებისა და ბიზნესისათვის. ­­­­­­­­­­­­­­­­­­

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით