ხშირად დასმული კითხვები

კომპანიას, რომელსაც არ ყავს კვალიფიციური კონსულტანტი ან პარტნიორი რისკების მართვაში, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ მიიღოს გაუთვალისწინებელი ფინანსური და მატერიალური ზარალი.

 

ასტრუმ რისკ მენეჯმენტი, როგორც სადაზღვევო მრჩეველი და დაზღვევის პროცესების კოორდინატორი - გეხმარებათ რისკების სათანადოდ დაზღვევასა და მათ ადმინისტრირებაში.

ჩვენ ორიენტირებულნი ვართ თქვენი ბიზნესის ხელშეწყობაზე:

 

  • ჩვენ ვამუშავებთ სადაზღვევო პროდუქტის პირობებს თქვენი ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად.
     
  • დაგროვილი გამოცდილების და შემუშავებული შეფასების სისტემის მიხედვით, ვახდენთ სადაზღვევო კომპანიების შემოთავაზებების ანალიზს, რაც გიმარტივებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
     
  • ჩვენ გეხმარებით სადაზღვევო შემთხვევების რეგულირებასა და სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაციების მართვაში.

ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროს და საკადრო თუ ადმინისტრაციულ რესურსებს, რომლებიც უნდა დაგეხარჯათ სადაზღვევო პროცესების მართვისათვის.

 

ამასთან ერთად, უზრუნველვყოფთ რისკების დაზღვევის პროფესიონალურ მართვას, რაც ნაკლებრისკიანს ხდის თქვენ ბიზნესსაქმიანობას.

 

ჩვენ ვმუშაობთ თითქმის ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიასთან.

 

სადაზღვევო პროდუქტის მოთხოვნისას ვითვალისწინებთ ჩვენი და ზოგადად ბაზრის კლიენტების კმაყოფილებას სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნილი პროდუქტით თუ პროდუქტებით.

 

შესაბამისად, ამოსავალი წერტილი თითოეულ სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობისა - მათი წარმატებული გამოცდილებაა კონკრეტული პროდუქტის მართვაში.

ჩვენ ვიყენებთ საყოველთაო პრაქტიკაში არსებულ მომსახურების ანაზღაურების იმ შესაძლებლობებიდან ერთ-ერთს, რაც მისაღებია ჩვენი პარტნიორი კომპანიებისათვის.

 

მომსახურების ანაზღაურების მეთოდები:

  • სადაზღვევო კომპანიის მხრიდან  (გათვალისწინებული სარგებელი გაწეული სერვისის შესაბამისად);
  • პარტნიორი კომპანიის მხრიდან (ცვალებადი / ფიქსირებული, მიღებული სერვისის შესაბამისად).