სამედიცინო დაზღვევის აუდიტი

ჯანმრთელობის დაზღვევის ხარისხის შეფასება

ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სერვისია დაზღვევაში, რაც ეფექტური მართვის გარეშე საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის როგორც დაზღვეულებს, ასევე დამსაქმებელ ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ, რომ ყავდეთ ჯანმრთელი და მოტივირებული კადრები.

 

ასტრუმ რისკ მენეჯმენტი უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიის არსებული სამედიცინო დაზღვევის ხარისხის შეფასებასა და კონსულტაციებს მისი გაუმჯობესებისათვის.

 

სერვისის ერთჯერადი საფასური : 650 ლარია

ჩვენი აქტივობები

ჩვენი აქტივობები

ჩვენ, პირველ რიგში ვსწავლობთ ორგანიზაციის სამედიცინო დაზღვევის პირობებს და ვაკეთებთ ე.წ SWOT ანალიზს, სადაც მოცემულია თუ რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორებისგან შედგება არსებული კონტრაქტი და რა შესაძლებლობებს და საფრთხეებს უქმნის დაზღვეულებს.

თქვენ გეცოდინებათ, თუ რამდენად ადეკვატური კონტრაქტის პირობით სარგებლობთ და რამდენად რისკიანია ის ბაზარზე არსებულ პირობებთან და თქვენს საჭიროებებთან მიმართებაში.

გამოკითხვის საშუალებით ჩვენ ვარკვევთ და ვითვლით თანამშრომლების დაზღვევით კმაყოფილება-უკმაყოფილების ხარისხს. გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე ვარკვევთ, თუ რა დადებითი და უარყოფით ფაქტორებზეა აქცენტი გასაკეთებელი არსებულ და მომდევნო სადაზღვევო პერიოდებში.

ზემოთ მოცემული საკითხების (დაზღვევის პირობები, კონტრაქტი, დაზღვევით კმაყოფილების ხარისხი) გაერთიანებული ანალიზის შედეგად ვახდენთ აუდიტის ერთიანი დოკუმენტის მომზადებას, სადაც კონკრეტულად და ნათლად არის წარმოდგენილი ის შედეგები, რაც გვაქვს მიმდინარე დაზღვევის ხარისხობრივი შეფასების შედეგად.

სამედიცინო დაზღვევის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ გაწვდით კონკრეტულ რეკომენდაციებს დაზღვევის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, რაც დაგეხმარებათ თქვენი და თქვენი თანამშრომლების უკეთესი დაზღვევის უზრუნველსაყოფად.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით