ბიზნეს რისკების აუდიტი

ბიზნეს რისკების დაზღვევის აუდიტი

ასტრუმ რისკ მენეჯმენტი უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიის ბიზნეს საქმიანობისა და მასში მიმდინარე პროცესების შესწავლას, რათა განსაზღვროს ყველა ის მნიშვნელოვანი რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესის შეფერხება ან ფინანსური ზარალი.

 

ჩვენ ასევე ვაფასებთ თქვენს მიერ შეძენილი სადაზღვევო პროდუქტების ადეკვატურობას და გიწევთ რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის.

ჩვენი აქტივობები

ჩვენი აქტივობები

ჩვენ, პირველ რიგში ვეცნობით თქვენს ბიზნესს და მასში არსებული პროცესებს, რათა მოვახდინოთ რისკების იდენტიფიცირება ყველა მიმართულებით.

ბიზნეს რისკების ანალიზის შედეგად ჩვენ გაწვდით შესაბამის რეკომენდაციებს, თუ რა ტიპის სადაზღვევო პროდუქტების საჭიროება აქვს ბიზნესს და რა რისკების დაფარვას უზრუნველყოფენ ისინი.

ჩვენ ვსწავლობთ თქვენს მიერ დადებულ დაზღვევის კონტრაქტებსა და პირობებს, ვაფასებთ თუ რამდენად ადეკვატურად ფარავენ ისინი კომპანიის ბიზნეს რისკებს და რამდენად კონკურენტუნარიანია ისინი.

აუდიტის დოკუმენტი წარმოადგენს კომპანიის მიმდინარე მდგომარეობას ბიზნეს რისკების დაზღვევის კუთხით.

დოკუმენტში მოცემულია თუ რა არის პირველადი და მეორე ხარისხოვანი რისკები, რამდენად ხარისხიანად არის ეს რისკები ან მათი ნაწილი დაზღვეული.

ჩვენი მიზანია, რომ თქვენ გქონდეთ ნათელი სურათი ბიზნესში არსებული რისკებისა და მათი დაზღვევის პოტენციალის შესახებ. ჩვენ გაწვდით რეკომენდაციებს და გიწევთ შესაბამის მხარდაჭერას ადეკვატური სადაზღვევო პროდუქტებით დაზღვევაში.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით