დაზღვევაზე ზრუნვა - სწორი კონტაქტით იწყება.
თქვენი და თქვენი კომპანიის დაზღვევის საჭიროებებისთვის უმეტეს შემთხვევებში არ არის გამოყოფილი ცალკე პროფესიონალი ვინც იზრუნებს დაზღვევის ორგანიზებაზე და მის მართვაზე.
დაზღვევის კონსიერჟი - ჩვენი სპეციალური სერვისია ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის, მისი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების სადაზღვევო საჭიროებების იდენტიფიკაციას, პროდუქტის სწორად შერჩევას და დაზღვევის სრული პროცესის ორგანიზებას.
ჩვენი პროფესიონალი იზრუნებს თქვენთვის საჭირო დაზღვევის პროდუქტის (კორპორაციული ან საცალო) პირობების მიღებაზე შერჩეული სადაზღვევო კომპანიებისგან, ვისაც მოცემულ მოთხოვნილ პროდუქტზე აქვს დადებითი შეფასებები და გამოცდილება.
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი შერჩეული სადაზღვევო პროდუქტის გაფორმება მოხდეს დროულად და მარტივად. ამასთან გაცნობებთ ყველა იმ დეტალს, რაც მნიშვნელოვანია მოცემული დაზღვევით სარგებლობისას.
ჩვენი პროფესიონალი იზრუნებს არსებული სადაზღვევო პოლისების განახლებაზე და მოახდენს თქვენს ინფორმირებას მათში ცვლილების საჭიროებებზე.
ჩვენი კომუნიკაცია ამარტივებს დაზღვევის პროცესებს თქვენსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის, როგორც დაზღვევის შერჩევის და გაფორმების პროცესში, ისე სადაზღვევო შემთხვევების დროული რეგულირებისას.
ჩვენ მუდმივად ხაზზე ვართ. უწყვეტი კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიებთან და დროული ინფორმირება ყველა მნიშვნელოვან ცვლილებებზე და პროცესებზე - ამარტივებს დაზღვევით სარგებლობას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით