
რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ ტვირთის ტრანსპორტირებისას
თითოეული ბიზნეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია შესაბამის რისკებთან. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ენდოთ თქვენს ინტუიციას, კარგი იქნება გამოიყენოთ რისკების მართვა (რისკ მენეჯმენტი), ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.
რა არის რისკ მენეჯმენტი?
რისკ მენეჯმენტი გვეხმარება მივიღოთ უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები.
ის თავის თავში მოიცავს ისეთი მოქმედებების შემცირებას, რომლებიც ნეგატიურად რეაგირებენ თქვენს ბიზნესზე და ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც აზღვევენ მათგან მომდინარე რისკებს.
მაგალითად, დაზიანების რისკის შემცირება უსაფრთხოების პროცედურებისა და დაზღვევის საშუალებით.
ბიზნეს მაგალითი:
გიორგი სატრანსპორტო ბიზნესის მფლობელია. ის მართავს სატვირთო მანქანებს, რომლის საშუალებითაც ახდენს კომერციული პროდუქციის გადაადგილებას საქართველოს მასშტაბით.
რამდენიმე საშიშროება, რომელსაც ყოველ დღე გიორგი აწყდება, მოიცავს:
- კონტაქტი ქიმიურ ნივთიერებებთან და ნაწილაკებთან საწვავის შევსებისას.
- რთული მარშრუტი და საცობები გზაზე.
- ტვირთების უსაფრთო ტრანსპორტირება და მათი დროული მიწოდების ვალდებულება.
ნაბიჯები, რომელიც გიორგიმ უნდა გადადგას ყოველდღიური მუშაობის რისკების შესამცირებლად, მოიცავს:
- ატაროს შესაბამისი ტანსაცმელი, რომელიც უზრუნველყოფს მას ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებისგან.
- შეისვენოს პერიოდულად საგზაო მოძრაობის პროცესში, რაც მისი, მისი ავტომობილის და გადასაზიდი ტვირთის უსაფრთხოებას გაზრდის.
ასევე გიორგის უნდა ქონდეს შეძენილი შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები:
- უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა.
- გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა.
- ტვირთების დაზღვევა, რათა აიცილოს ზარალი ტვირთის დაზიანება/განადგურების შემთხვევებში.
- ავტომობილის ძარის დაზღვევა და მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა პოტენციური ზიანის ასანაზღაურებლად.
► ასტრუმი გირჩევთ
სატრანსპორტო ბიზნესის დაწყებამდე დაგვიკავშირდით, გაიარეთ კონსულტაცია რისკებთან დაკავშირებით და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს სათანადო დაზღვევას.