3 მთავარი ბენეფიტი დაზღვევის მრჩეველთან მუშაობისას

3 მთავარი ბენეფიტი დაზღვევის მრჩეველთან მუშაობისას

3 მთავარი ბენეფიტი დაზღვევის მრჩეველთან მუშაობისას

2 აგვ. 2022

როდესაც დგება დაზღვევის შეძენის ან მისი განახლების პერიოდი თქვენთვის ან თქვენი კომპანიისთვის და გსურთ მიიღოთ შესაბამისი სარგებელი დაზღვევისგან - საუკეთესო გადაწყვეტილება კვალიფიციურ სადაზღვევო მრჩეველთან დაკავშირებაა.

 

სადაზღვევო მრჩეველს აქვს შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია, რათა სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობის შედეგად მიიღოს თქვენს მოთხოვნებზე და რისკებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები.

 

თუმცა მისი უპირატესობა აქ არ სრულდება..

 

სადაზღვევო მრჩეველი უზრუნველყოფს დაზღვევის პროცესის მონიტორინგს, რაც უკავშირდება დაზღვეულისათვის სადაზღვევო მომსახურების მიღების გამარტივებას, დაფინანსებაში დახმარებას, პრეტენზიების მართვას, დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, დაზღვეულის კმაყოფილების კვლევას და სხვა საჭირო საკითხების მართვას.

 

დაზღვევის მრჩეველთან მუშაობა განსაკუთრებით ხელსაყრელია თუ გავითვალისწინებთ, რომ სტრესის    4 მიზეზიდან 3 უკავშირდება ფინანსურ საკითხს.  შესაბამისად ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ეს კონსულტანტი გვიზიარებს - მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ფინანსურ თუ საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის, თანხის ეკონომიისა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში.

 

 

  სადაზღვევო მრჩევლები პრობლემებს აგვარებენ

 

დაზღვევის კონსულტანტი - დამაკავშირებელი რგოლია თქვენს (დამზღვევსა) და სადაზღვევო პოლისს შორის.

 

ის გეხმარებათ სადაზღვევო ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას აღმოაჩენთ მნიშვნელოვან სირთულესა თუ პრობლემებს.

 

კვალიფიციური კონსულტანტი ახდენს საჭირო სადაზღვევო პროდუქტის ძიებას და მიღებული პირობების დამუშავებას იმგვარად, რომ ის მაქსიმალურად გასაგები გახადოს თქვენთვის (დამზღვევისთვის).

 

შესაბამისად თქვენთვის ნათელი იქნება დასადები ხელშეკრულების ყველა ის პირობა, დაფარვა, გამონაკლისი თუ სხვა, რასაც აწერთ ხელს და ვერავინ შეგიყვანთ შეცდომაში ხელშეკრულების გაფორმებისას.

 

თითოეულ ბიზნესს აქვს თავისი უნიკალური მოთხოვნები და საჭიროებები, რასაც კვალიფიციური კონსულტანტი ასახავს სადაზღვევო პროდუქტის დაზღვევის პირობებში და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ორგანიზაციაში მუშაობს 5 ადამიანი თუ 500.

 

 

  სადაზღვევო მრჩევლები ახდენენ თქვენი ფულის და დროის ეკონომიას

 

დაზღვევის კონსულტანტთან მუშაობა არ ითხოვს თქვენგან დამატებით თანხების გამოყოფას.

მათ აქვთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ მოგაწოდონ საუკეთესო ბიზნეს თუ საცალო დაზღვევის პოლისები გონივრულ ფასად.

 

შესაბამისად თქვენ არ გიწევთ მეტი რისკების გაღება საკუთარი რესურსებით დაზღვევის ადმინისტრირებაში.

 

  სადაზღვევო მრჩეველი უზრუნველყოფს პერსონალურ სერვისებს

 

კვალიფიციური სადაზღვევო კონსულტანტი ყოველთვის გამონახავს დროს რომ დაჯდეს თქვენთან ერთად და გესაუბროთ თქვენს პირად თუ საქმიან საჭიროებებზე, შეაფასოს სადაზღვევო ბაზარი და ის გამოწვევები, რაც თქვენი ბიზნესის წინაშე არსებობს, ასევე შემოგთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის საკეთილდღეოდ.

 

თუ თქვენ ფლობთ ნებისმიერ ერთ ბიზნესს საქართველოში, დაზღვევის მრჩეველთან პარტნიორობა არის ის გზა, რომელიც მოგიტანთ სიმშვიდეს როდესაც საქმე ეხება თქვენი, თქვენი ოჯახის და თქვენი თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევას   ან თქვენი ბიზნესის დაზღვევის მართვას.

 

თუ ხართ დაინტერესებული მეტი ინფორმაცის მიღებით, ჩვენ გვაქვს მეტი ხელმისაწვდომი რესურსი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და დაგვეკონტაქტოთ.

 

 

 

 

 

წინა სტატია

რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ ტვირთის ტრანსპორტირებისას

შემდეგი სტატია

პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ