ჯანმრთელობის დაზღვევა

სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა - წარმოადგენს სადაზღვევო პროდუქტს, რომელიც უზრუნველყობს დაზღვეულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი და გეგმიური შემთხვევების დაფინანსებას სადაზღვევო პროგრამების მიხედვით.

ჯანმრთელობის დაზღვევა საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს მოახდინონ დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დაზღვევა მთელი რიგი სამედიცინო შემთხვევებისგან.

სამედიცინო დაზღვევის პაკეტებში მოცემულია, როგორც ძირითადი ისე დამატებითი მომსახურებები სამედიცინო სერვისებსა და ჯანმრთელობის აღდგენაზე.

დაფარვები

  • სატელეფონო ცენტრი;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • პირადი/ოჯახის ექიმის მომსახურება;
  • ოჯახის ექიმისა და/ან ექთნის ბინაზე მომსახურება.
  • გადაუდებელი  სამედიცინო მომსახურებები;
  • გეგმიური სტაციონარული მომსახურებები;
  • ორსულობა-მშობიარობის მომსახურება.
  • გადაუდებელი ამბულატორიული შემთხვევები;
  • პროფილაქტიკური შემოწმება (პროფილაქტიკის მიზნით ჩატარებული ანალიზები);
  • გეგმიური ამბულატორია (კონსულტაცია, კვლევა);
  • მედიკამენტებით მკურნალობა.
  • გადაუდებელი მომსახურება;
  • გეგმიური სტომატოლოგიური სერვისები;
  • ორთოპედიული და ორთოდონტიული სერვისები.

თანამშრომლებისათვის:

 

  • სამოგზაურო დაზღვევა;
    50.000 USD/EURO ლიმიტით, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვისას საზღვარგარეთ.
     
  • უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა;
    კომპენსაცია დროებითი ან მუდმივი შრომისუუნარობის და გარდაცვალების შემთხვევაში;
     
  • სიცოცხლის დაზღვევა.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო/ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით