პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ

პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ

პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ

30 აგვ. 2022

როგორ მოვიფიქროთ მომგებიანი ბიზნეს იდეა?

 

რა შეიძლება ვუწოდოთ იმ მომენტს, როცა წარმოიდგენთ, რომ ფული დასტებით მოემართება თქვენკენ და თქვენი ცხოვრება ერთი ღილაკის დაწკაპუნებით იცვლება? დავარქვათ შთაგონება? ან პირველი ნათელი ფიქრი მას შემდეგ, რაც შეამჩნიეთ, რომ ვიდეო თამაშები თურმე სულაც არ ზრდის თქვენს საბანკო ანგარიშს?


საქმე ასე მარტივად არ არის...

 

ოცნება კიბერსამყაროს მეშვეობით მარტივ გამდიდრებაზე მას შემდეგვე იქცევა ნამსხვრევებად, როცა საკითხს ოდნავ მაინც ჩაუღრმავდებით და თქვენ მიერ მოფიქრებული პირველი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად ინტერნეტ  რესურსებს მიმართავთ.

 

გასაგებია, რომ ბიძათქვენი სარდაფში ქამრის კარგ ბალთებს ამზადებს და თქვენც გინდათ მისი შემოქმედება მსოფლიოს გააცნოთ, მაგრამ Wordpress-ში სწრაფი ინვესტიცია სულაც არ ნიშნავს თქვენი და ბიძათქვენის ოცნებების ასრულებას.

 

წარმატებული ბიზნესისათვის საჭიროა მოიფიქროთ ახალი იდეა, რომელსაც საზოგადოება მალევე აიტაცებს.

 

რატომ?  ბიზნესი ბიზნესია და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი სამუშაო ადგილი სახლში კომპიუტერის მონიტორის წინაა და არა ოფისში კარზე თქვენი სახელით, არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყველა წესის ცვლილება.

 

აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 4 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საინფორმაციო სექტორში ბიზნესთა მხოლოდ 37% განაგრძობს არსებობას, დაუმატეთ ამას არაკომპეტენტურობა, რაც 46%-ის შემთხვევაში წარუმატებლობის ძირითად მიზეზად სახელდება და დაინახავთ,რომ მაგალითად ბიზნეს რუბრიკის სწორი მედია განთავსება იწყება წინასწარ ნაცადი, დატესტილი იდეით.

 

არ მისცეთ უფლება თქვენი ტვინის მარჯვენა ნაწილს შეარჩიოს ბიზნესი თქვენთვის

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ახალბედა მეწარმეები უშვებენ, იმის ფიქრია, რომ რაც მათ უყვართ, აუცილებლად სხვებსაც მოეწონებათ. ეს მშვენიერი დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი, მაგრამ საშინელი ტაქტიკა ბიზნესის დასაწყებად. ძალიან დიდი განსხვავებაა იმაში, თუ რაც გიყვარს და რა პროდუქტის თუ მომსახურების შეძენა სურს მომხმარებელს. 

 

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რომ დარწმუნებული იყოთ, რომ შერჩეული ბიზნეს იდეა იქნება მომგებიანი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოიძიოთ ინტერნეტში მოცემული ბაზრის კონკურენტები. იფიქრეთ ასევე ნაღდი ფულის წყაროებზე.

 

საბრუნავი კაპიტალი

 

თუკი გსურთ კონკურენტების დაჩრდილვა იაფი სერვისის შეთავაზებით, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ გაქვთ საკმარისი კაპიტალი წინსვლისთვის.

 

ასე რომ, ბიზნეს იდეის წარმატებისთვის მათემატიკის ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ! შესაძლოა სრულიად ახალი ხედვაც კი დაგჭირდეთ საუკეთესო ბიზნეს იდეების აღმოსაჩენად. საკუთარი რესურსებისა და გამოცდილების გაზიარება ფულის სანაცვლოდ, წარმატებულია ბიზნესია იქ, სადაც ამის მოთხოვნა არსებობს.

 

გახსოვდეთ, ონლაინ-ბიზნესის დროს თქვენდამი ნდობა შედარებით ნაკლებია, ამიტომ უნდა შეარჩიოთ იდეა, რომელიც თქვენი შესაძლებლობების გაფართოებას შეძლებს. არ არის აუცილებელი წინასწარ გქონდეთ გაწერილი თითოეული ნაბიჯი, თუმცა ზოგადი გეგმის შედგენა სასურველია.

 

ობიექტური ხედვა

 

შეარჩიეთ ისეთი ბიზნეს იდეები, რომლებიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნილებებს და ობიექტურად შეაფასეთ თქვენ წინაშე არსებული ვარიანტები. მაგალითად, ბიზნესების 58% ფინანსურ სფეროში, დაზღვევასა და უძრავ ქონებაში 4 წლის შემდეგაც კვლავინდებურად რჩება ბაზარზე. ეს მაჩვენებელი 55%-მდე ეცემა მომსახურების სფეროში.

 

და ბოლოს, ნებისმიერმა კარგმა ბიზნესმენმა იცის, რომ წარმატებულმა ბიზნესი, რომელიც გაუძლებს და გადალახავს  4 წლიან დაბრკოლებას - მას დასჭირდება პროფესიონალთა გუნდი. თქვენ დაგჭირდებათ ბიზნეს კონსულტანტი, ბუღალტერი და იურისტი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბიზნესის სტაბილურობა. ონლაინ ბიზნესი დაწყების შემთხვევაში აუცილებელია გყავდეთ ვებ-დეველოპერი და რამდენიმე საუკეთესო ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტი, რათა ეფექტურად გაავრცელოთ ინფორმაცია გასაყიდ პროდუქტებზე.

 

 

წინა სტატია

3 მთავარი ბენეფიტი დაზღვევის მრჩეველთან მუშაობისას

შემდეგი სტატია

რა უნდა გავითვალისწინოთ ინვესტორთან იდეის წარდგენამდე