როგორ მივიღოთ მაღალი შემოსავალი მცირე ინვესტიციით

როგორ მივიღოთ მაღალი შემოსავალი მცირე ინვესტიციით

როგორ მივიღოთ მაღალი შემოსავალი მცირე ინვესტიციით

9 ივნ. 2022

ბიზნესის ნულიდან ან მცირე სახსრებით წამოწყება აუსრულებელ ოცნებად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ  ეს ასე არ არის. შესაბამისი იდეებისა და გეგმების არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის მართვა მცირეოდენი თანხითაც შესაძლებელია.


ზედმეტად კარგად ჟღერს, რომ სიმართლე იყოს?


გთავაზობთ 10 ბიზნეს იდეას, რომლებშიც მცირე ინვესტიციის ჩადებით შესაძლებელია დიდი მოგება მიიღოთ.

 

1. საკონსულტაციო საქმიანობა

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ სფეროში გარკვეულ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას ფლობს, მარტივად შეიძლება გახდეს მრჩეველი. კიდევ რა არის ამისათვის საჭირო? ოდნავ მეტი ვიდრე ტელეფონი, ნოუთბუქი და ინტერნეტი. Facebook-ის, Blogger-ისა და Linkedin-ის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი სერვისის ვებ სივრცე და დაიწყოთ  საკუთარი საკონსულტაციო საქმიანობა!

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენთ ხმას - მით უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება თქვენს გვერდს.
 

2.  ონლაინ სწავლება

Skype-ისა და Youtube-ის მეშვეობით ონლიან-რეჟიმში ტრენინგებისა და კერძო გაკვეთილების ჩატარება, ან თუნდაც დისტანციური სწავლება - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მომხმარებელს შეგიძლიათ შესთავაზოთ.
 

Skill Share-ის მსგავსი ვებ-პლატფორმები მრავალფეროვანი ონლაინ კურსების ჩატარების საშუალებას გაძლევთ. არჩევანი თქვენზეა! ბრენდინგი, ტიპოგრაფია, კალიგრაფია, ბიზნეს-უნარების დახვეწა - თქვენს ნებისმიერ ინტერესს დააკმაყოფილებს!


სწავლების მსგავსი მეთოდის მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ ლექციის ჩასატარებლად სახლიდან გასვლა სულაც არაა საჭირო. განათავსეთ სასწავლო ვიდეო თქვენს ვებ სივრცეში და თქვენი ლექციაც მზად არის!
 

3. გაქირავება

ინოვაციური იდეა ბიზნესში... სპეციალურად მოწყობილი სამუშაო ოფისის, მათ შორის ვირტუალური ოფისის გაქირავება, ასევე  ვიდეო-აუდიო აპარატურის, ავტომობილის, სათამაშო მოწყობილებების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ხელოვნური ხე-მცენარეების, საბავშვო ავეჯის, წითელი ხალიჩის, პოპკორნის მანქანის გაქირავება რამდენიმეა იმ იდეათაგან, რომელთა განხილვაც ღირს!


გაქირავება საუკეთესო ბიზნეს-იდეაა იმისათვის, რომ დაეხმაროთ ადამიანებს დროებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.
 

4. ურბანული მებაღეობა

მებაღეობის ბიზნესი ქალაქის პირობებში განსაკუთრებით მომგებიანია. გამოიყენეთ საკუთარი მიწის ნაკვეთი, ტერასა ან ფანჯრის რაფა, მოაშენეთ ეგზოტიკური ბოსტნეული ან იშვიათი მცენარეები და გადადგით პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ! თუკი ეს იდეა მაინცდამაინც არ მოგწონთ, არსებობს სხვა გამოსავალიც: მოამარაგეთ მებაღეები საჭირო სათესლე ნედლეულით და მიაწოდეთ მათ შესაბამისი ინფორმაცია.
 

5.  ქეითერინგი

მზარეულობის მოყვარულები დამეთანხმებიან, რომ თითოეულ მათგანს არაერთი საფირმო კერძი აქვს. ქეითერინგის ბიზნესის წამოწყება თქვენთვის, როგორც მზარეულისათვის შესაძლოა ძალიან მარტივი აღმოჩნდეს. ალტერნატივის სახით შესაძლებელია არჩვევანი გაკეთდეს კექსების, დესერტების, ორცხობილების, ნამცხვრების, რულეტებისა და დონატების დამზადებისა და მიტანის სერვისებზე..


კიდევ ერთი იდეა - შესთავაზეთ მომხმარებელს მცირე პორციების ნაკრები, როგორიაა: გრილზე შემწვარი ხორცის, თევზის, ბოსტნეულის პროდუქტები, ასევე შოკოლადის, რძიანი და თხილის შემცველი ორცხობილები. ასევე მცირე ნიშა არსებობს ბიო პროდუქტებში, გლუტენისგან თავისუფალ პროდუქტების წარმოებაში.
 

6. თარგმნა

თარგმნა - მომგებიანი საქმიანობაა, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია, თუკი იცნობთ ადამიანებს, რომლებიც მთარგმნელობით მომსახურებას საჭიროებენ. წამოიწყეთ ბიზნესი, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელ სტუდენტებს მთარგმნელობითი მომსახურეობით ან დაუკავშირდით კომპანიებს, რომლებიც თარჯიმნებს ეძებენ.
 

7. კრაუდსორსინგი

 

კრაუდსორსინგი - კრეატიული ადამიანების ჯგუფის მიერ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად ორგანიზებულ მუშაობას გულისხმობს.
 

ადამიანთა უნარი და ძალისხმევა საუკეთესო საშუალებაა კომპანიის იდეებით მომარაგებისათვის. Get a Slogan, Oneliners.co, Jovoto და მათი მსგავსი კომპანიები მოუწოდებენ საზოგადოებას მოიფიქრონ სლოგანები, შემდეგ კი თავადვე ყიდიან ამ იდეებს დაინტერესებულ ბიზნეს წრეებში. ეს ბიზნესი განსაკუთრებით მომგებიანია. ორივე მხარე კმაყოფილია - კომპანიები ნახევარ ფასად პოულობენ საჭირო რესურსებს, საუკეთესო იდეების ავტორებისთვის კი ჯილდო არის განკუთვნილი. დამერწმუნეთ არც თავად დარჩებით იმედგაცრუებული!

 

8.  პროექტებზე მუშაობა

მთელი მსოფლიოს გარშემო სტუდენტები ეძებენ დახმარებას სხვადასხვა პროექტების მომზადებაში. თუკი გაქვთ წვდომა მოთხოვნად  წიგნებსა და  ჟურნალებზე და ნიჭი წერასა და ხატვაში, მაშინ სტუდენტების დახმარება პროექტების მომზადებაში, შესაძლოა, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდეს თქვენთვის.

ამ სფეროში PowerPoint პრეზენტაციების გაკეთება და სხვადასხვა მოთხოვნადი „ჰენდაუთების“ დამზადებაც  კარგი იდეაა.

 

9. სავაჭრო პლატფორმები

მოაწყვეთ მულტი პროდუქტების სავაჭრო ონლაინ სივრცე ან შექმენით კომერციული ვებ-გვერდი, რითად დაეხმარებით მყიდველსა და გამყიდველს, რომლებიც პროდუქტის გასაყიდად გარკვეულ პლატფორმას ეძებენ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს. გამოიყენეთ ვებ პორტალის
Etsy-ს გამოცდილება.


მაგალითისათვის „Never Liked It Anyway  ონლაინ სივრცეში აწყობილი ბიზნესია, რომელიც ეხმარება ადამიანებს მოიშორონ ნივთები, რომელიც მათ ყოფილმა პარტნიორებმა აჩუქეს.
 

10. ფოტოგრაფია

ყოფითმა ფოტოგრაფიამ უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. თემატიკა - საქორწილო ფოტოსესიებით დაწყებული, ახალშობილის ფოტოგადაღებით დამთავრებული - საკმაოდ მრავალფეროვანია.


თუ გაქვთ ფოტოგრაფიული ხედვა, მაშინ კამერის შეძენასა და ფოტოგრაფიის კურსზე დარეგისტრირებას სხვა დროისთვის ნუ გადადებთ. გაითვალისწინეთ, რომ Facebook და Instagram თქვენი ნამუშევრების გაპიარების არაჩვეულებრივი საშუალებაა. ასე რომ, კარგად ორგანიზებული ვებ-გვერდი ან ონლაინ პორტფოლიო სასიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ!

 

შემოქმედებითი გონებისთვის არ არსებობს დაბრკოლებები. ასე რომ წინ! დარწმუნდით საკუთარ შესაძლებლობებში და ნუ შეგეშინდებათ ახალწამოწყებული ბიზნესით გაიაკვალოთ გზა!

წინა სტატია

გინდა სასარგებლო თანამშრომელი ოფისში ? მაშინ იცოდე მისი საჭიროებები

შემდეგი სტატია

რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ ტვირთის ტრანსპორტირებისას