გინდა სასარგებლო თანამშრომელი ოფისში ? მაშინ იცოდე მისი საჭიროებები

გინდა სასარგებლო თანამშრომელი ოფისში ?  მაშინ იცოდე მისი საჭიროებები

გინდა სასარგებლო თანამშრომელი ოფისში ? მაშინ იცოდე მისი საჭიროებები

26 მაი. 2022

თანამშრომელთა ჩართულობის პრინციპი არსობრივად იგივეა, რაც გვაქვს სახლში ან ჩვენს ბავშვებთან მიმართებაში. თანამშრომელთა ჩართულობა არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ ცალკე მდგომ, იზოლირებულ პროექტებში, არამედ უნდა ხორციელდებოდეს ორგანიზაციის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

დასაქმებულთა ინიციატივებისა და ჩართულობის სწორად მართვისას არა მხოლოდ იზრდება კომპანიის მოგება, არამედ ის ხელს უწყობს მოტივაციის ზრდას და დასაქმებულთა პროდუქტიულობას. 


საფუძვლები

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის შესაბამისად, არსებობს საჭიროების 5 ტიპი.
მათ შორის ფიზიოლოგიური საჭიროებები არის ყველაზე მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.


შემდგომი მოთხოვნილებაა - უსაფრთხოება, დაცულობა, ფინანსური სტაბილურობა და ა.შ..
სიყვარული და ურთიერთობა არის მოთხოვნილების მესამე ტიპი..

მეოთხე ტიპია - პატივისცემის, დაფასებისა და ყურადღების მოთხოვნილება.

 

საბოლოოდ კი მასლოუს პირამიდის წვერზეა - თვითგამოხატვის მოთხოვნილება, კერძოდ თვითგანვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილება..

 

მოდით შეუსაბამოთ ზემოთ მოცემული საჭიროებები თანამშრომელთა მოთხოვნილებებს:


მინიმალური სამუშაო მოთხოვნილებები

თანამშრომლებისათვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გულისხმობს - შესაბამის სამუშაო სივრცის გამოყოფას, კომფორტულ სავარძელს, კონდიცირების არსებობას სამუშაო ოთახში, შესაბამის შესვენებასა და გონიერ ხელმძღვანელობას.
 

ფინანსური უსაფრთხოება

დასაქმებულის ფინანსური უსაფრთხოება გულისმობს იმას, რომ მას ქონდეს თანამდებობასთან შესაფერისი ანაზღაურება და ხელფასი დროულად ერიცხებოდეს.

 

ასეთი დამოკიდებულება თანამშრომელს აჩვენებს, რომ კომპანია იზრდება, ფინანსურად სტაბილურია და აგრძელებს თავის საქმიანობას..

 

კეთილდღეობისა და პირადი უსაფრთხოება დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა უსაფრთხო სამუშაო გარემო, ასევე მაგალითად, კომფორტული სავარძლები და რათქმაუნდა ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევა.


სიყვარული და მზრუნველობა

სითბო და ურთიერთობა დამსაქმებლის მხრიდან შეიძლება გამოიხატებოდეს ერთობლივი აქტივობების ორგანიზებაში, როგორიცაა რეკრეაციული ტურები, საღამოს კორპორატიული ვახშამი, კინოჩვენებები, ბუნებაში ქეიფი, სპორტულ აქტივობებში - შეჯიბრებებში მონაწილეობა.


თანამშრომელთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი სტადიაა, მათი პერიოდული შეკრება და მათთვის კომპანიის სიახლეების, ახალი გამოწვევებისა თუ მიღწეული წარმატებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.. 


დაფასება

თქვენს თანამშრომლებში დაფასება ასოცირდება მათი მიღწევების, წარმატებების აღნიშვნაში, ისეთი აქტივობების შემოღებაში, როგორიცაა: კვირის საუკეთესო გუნდი, კომპანიის ღირებულებაზე დაფუძნებული ჯილდოები, საბონუსე და ხელფასის ზრდის გამჭვირვალე სისტემა, რომლებიც გააძლიერებენ თანამშრომელთა მოტივაციას მოქმედ სამსახურში, რაც შრომს ეფექტურობის ზრდას შეუყობს ხელს.


თვითგამოხატვა

თვითგამოხატვის საჭიროება შავი ქამარია თანამშრომლის ჩართულობისა. მასლოუს მიხედვით ეს საჭიროება მაშინ ჩნდება, როცა ყველა სხვა საჭიროებები დაკმაყოფილებულია..

თვითგამოხატვისა და განვითარების გამოხატულებაა კარიერის ეტაპების დაგეგმვა და დაჩქარებული განვითარების პროგრამები. ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად კომპანიას უნდა ყავდეს სასარგებლო ადამიანური რესურსების განყოფილება.  

 

თანამშრომელს უნდა ქონდეს ნათელი პასუხი, იმაზე თუ სად ვიქნები 10 წელიწადში, თუ მე დავრჩები თქვენს კომპანიაში და კონკრეტულად რას გავაკეთებ?  ეს ასევე გულისხმობს, რომ გქონდეს ნათელი სურათი კომპანიის სამომავლო განვითარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა.

წინა სტატია

ხერხები მომხმარებელთან კომუნიკაციისას

შემდეგი სტატია

როგორ მივიღოთ მაღალი შემოსავალი მცირე ინვესტიციით