ხერხები მომხმარებელთან კომუნიკაციისას

ხერხები მომხმარებელთან კომუნიკაციისას

ხერხები მომხმარებელთან კომუნიკაციისას

12 აპრ. 2022

შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენ კომპიუტერულ პროგრამას ან ვებ-აპლიკაციას იყენებთ იმისათვის, რომ წარმართოთ თქვენი მცირე ბიზნესი?   

- სავარაუდოდ იმაზე მეტს, ვიდრე წარმოიდგენთ...

 

დღევანდელ ციფრულ სამყაროში არსებობს უამრავი გზა იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის ყველა სფერო თანაბრად განვითარდეს, იქნება ეს ბუღალტრული აღიცხვები, პროექტის მენეჯმენტი, მომხმარებელზე ზრუნვა, დოკუმენტებზე მუშაობა თუ მარკეტინგი და გაყიდვები.

 

წინა წლებთან შედარებით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ გაზარდონ თავიანთი გაყიდვები და მართონ პროცესები უფრო ეფექტურად იმ უამრავი საშუალებებით, რაც დღეს უკვე ადვილად ხელმისაწვდომია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ზოგავს არამარტო დროს და ამცირებს ყოველდღიურად ჩასატარებელი პროცესების რაოდენობას, არამედ ინახავს უამრავ ინფორმაციას.

როდესაც საქმე მარკეტინგს ეხება, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინება და საერთო სენტიმენტების განსაზღვრა შესაძლებელია იმ კომპანიების მეთოდების შესწავლით, რომლებიც უკვე იყენებენ აპრობირებულ ხერხებს მომხმარებლის მოსაზიდად. შესაფერისი მონაცემთა სისტემის დანერგვით, კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებელს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია მცირე დროში, იქნება ეს პროდუქტები და მომსახურების ტიპები, წახალისებები თუ მარკეტინგულად მომგებიანი შეთავაზებები.

 

მცირე ბიზნესისთვის მონაცემთა ბაზაზე ზრუნვა შეიძლება იმდენად დიდი მნიშვნელობის არ იყოს, როგორც კომერციული ორგანიზაციებისთვის, თუმცა მისი მნიშვნელობა მაინც საკმაოდ მაღალია.

 

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი თუ როგორ უნდა ვიპოვოთ და გამოვიყენოთ მომხმარებელზე ორიენტირებული ელექტრონული ფუნქციები.

 

► ინვოისირება და ბუღალტრული აღრიცხვა

 

მცირე ბიზნესისთვის ისეთი ბუღალტრული პროგრამების არსებობა, როგორიც არის მაგალითად Freshbooks და QuickBooks-ი აადვილებს საგადასახადო ინვოისების გაგზავნის პროცესს და დროის შემცირებასთან ერთად ხელს უწყობს ფინანსური ოპერაციების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას.

 

► ელექტრონული კომერციის ფუნქციების ნაირსახეობა

 

ისეთი გიგანტური ელ-კომერციული საიტების მეშვეობით როგორებიც არიან BigCommerce და Shopify, შეგიძლიათ შეისწავლოთ მომხმარებლის საჭიროებები და მათი დამოკიდებულებები.

 

მაგალითად, თუ დაიწყებთ განსაზღვრას - რომელია ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი, ეს დაგეხმარებათ შეიმუშავოთ წახალისების ხერხები და გაზარდოთ გაყიდვების რაოდენობა. ეს ყოველივე სასარგებლოა არა მხოლოდ მარკეტინგული კუთხით, არამედ ხელს უწყობს მცირე ბიზნესით დაკავებულებს მიიღონ სწორი და ეტაპობრივი გადაწყვეტილებები.

 

 

► მონაცემთა ტიპები და მათი კვლევის ფორმები

 

ფუნქცია, რომელიც ელექტრონულად ინახავს კონტაქტებს, მაგალითად FullContact, ეხმარება მეწარმეებს მცირე დროში შეისწავლონ თავიანთი მომხმარებლები, თუ ვინ არიან ისინი, რას აკეთებენ, სად მუშაობენ და სხვა. მომხმარებელს უნდა ჰკითხოთ, ყველაფერი რისი გაგებაც გსურთ მათ შესახებ.

 

შეიძლიათ გამოიყენოთ  Survey Monkey-ის უფასო ფუნქცია, იმისათვის, რომ განსაზღვროთ ყოველივე ზემოთხსენებული, იმის მიუხედავად, თუ რომელ სფეროში მოღვაწეობთ. მსგავსი ვებ გვერდები ეხმარება მცირე მეწარმეებს სწრაფად შეიწავლონ მომხმარებელთა ქცევა და იმუშავონ მათ დაკმაყოფილებაზე.

 

► მონაცემთა შესწავალა

 

კლიენტთა მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, მცირე მეწარმეებს შეუძლიათ აწარმოონ პერსონალიზებული მარკეტინგი. საჭირო მონაცემების შეგროვება შესაძლებელია მარკეტინგული კომპანიებისაგან, გადახდის სისტემების, მომხმარებელების გამოკითხვის შესწავლითა და ვებ გვერდების მეშევეობით.

 

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმეტის სისტემები (CRM) არის უდიდესი ნახტომი ექსელის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც საუკეთესოდ ინახავს საჭირო ინფორმაციას. ის ხელს უწყობს ადვილად გადაიტანოთ ინფორმაცია ერთი წყაროდან მეორეში. 

 

ყველა ფუნქციის CRM-თან კომბინაციით თქვენ ადვილად და სწრაფად შეგიძლიათ პერსონალიზებული კომუნიკაციების შექმნა, რომელიც ეყრდნობა უკვე არსებულ მონაცემებს. ეს კი თავისთავად ხელს შეუწყობს ეფექტური კონტაქტის დამყარებას მომხმარებელთან. თუ თქვენ იყენებთ რომელიმე ფუნქციას, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ეტაპი მომხმარებლის მონაცემების შესწავლაში გადალახულია.

 

მსგავსი ხერხების მაქსიმალური გამოყენება დაეხმარება თქვენს გაყიდვების გუნდს შეიმუშაოს ეფექტური გზები მომხმარებლის მოსაზიდად. 

შემდეგი სტატია

გინდა სასარგებლო თანამშრომელი ოფისში ? მაშინ იცოდე მისი საჭიროებები