ტვირთების დაზღვევა

ტვირთების დაზღვევა უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის ტვირთის დაზღვევას, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირებისას მსოფლიოს მასშტაბით.

დაზღვევა ანაზღაურებს ტვირთის ღირებულებას როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანება-განადგურების შემთხვევაში.

დაზღვევას ექვემდებარება:

  • ტვირთის ნებისმიერი სახეობა, ყველა სახის გადაზიდვით;
  • გადაზიდვასთან დაკავშირებული სატრანსპორტო და ზედნადები ხარჯები.

დაზღვეული რისკები

მოიცავს ტვირთის დაზიანება/განადგურებას - ხანძრის, აფეთქების, მეხის დაცემის შედეგად.

მოიცავს სატრანსპორტო საშუალების შეჯახებას, გადაბრუნებას, ჩაძირვას, ჩამოვარდნას და სხვა სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ტვირთის დაზიანება/განადგურებას.

მოიცავს ტვირთის ბორტის გარეთ გადავარდნის ან წყლის ძალით გადაგდების რისკებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებაში ან ტრანსპორტირების პროცესში შენახვისას წყლის შეღწევის შედეგად ტვირთის დაზიანება/განადგურებას.

მოიცავს ტვირთის დაზიანებას ან გაუჩინარებას - ძარცვის, ყაჩაღობის და მესამე პირთა სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან.

მოიცავს ტვირთის დაზიანება/განადგურებას - სტიქიური მოვლენების შედეგად.

დამატებითი დაფარვით  შესაძლებელია დაიზღვეს - გადამზიდველი კომპანიის პასუხისმგებლობის დაზღვევა,

რაც მოიცავს :

  • გადაზიდვის დროს დაშვებული შეცდომების შედეგად დამდგარ ზარალს;
  • ტვირთის დაზიანება/განადგურებასთან დაკავშირებულ გადამზიდველის პასუხისმგებლობას;
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობას მესამე პირის მიმართ.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით