ავტომობილის დაზღვევა - ითვალისწინებს კომპანიის და პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაზღვევას ავტოსაგზაო შემთხვევების, საგნის დაცემის, ხანძრის, სტიქიური მოვლენების, ქურდობისა და ვანდალიზმის შემთხვევებისგან.
ავტომობილის ძარის დაზღვევასთან ერთად როგორც წესი დაზღვევას ექვემდებარება:
დაზღვევის ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა: ავტომობილის ტიპი, მისი ასაკი, დანიშნულება, ასევე მძღოლის გამოცდილება.
დაზღვევა მოიცავს:
ის ასევე შეიძლება მოიცავდეს:
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვეული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის პოლისით იფარება მძღოლისა და ავტომობილში მყოფი პირების სხეულის დაზიანება ან/და გარდაცვალება, გამოწვეული დაზღვეული ავტომობილის ექსპლუატაციისას მომხდარი უბედური შემთხვევით.
დამატებით სერვისები შეიძლება მოიცავდეს:
ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.
შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.
ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.
მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით