სავალდებულო უბედური შემთხვევების დაზღვევა

სავალდებულო უბედური შემთხვევების დაზღვევა - წარმოადგენს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის დაზღვევას, ისეთი რისკებისგან, როგორიცაა: დაზღვეულის გარდაცვალება, დაკარგულად გამოცხადება, მუდმივი სრული, მუდმივი ნაწილობრივი და დროებითი შრომისუუნარობა.

სავალდებულო უბედური შემთხვევების დაზღვევით სარგებლობა საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს შეასრულონ სახელმწიფოს მიერ „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მომუშავეთა უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ“ დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები.

დაზღვეული რისკები

შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია საწარმოო ტრამვის შედეგად დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს.

ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ დღიური ხარჯის ან ჯამური ლიმიტის გარკვეული პროცენტის მიხედვით ფინანსირებას.

მუდმივი შრომისუუნარობა გულისხმობს დაზღვეულის მიერ შრომის უნარიანობის მუდმივ დაკარგვას.

ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით:

 

  • პირველი ხარისხი: ფუნქციების უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევა;
  • მეორე ხარისხი: ზომიერად გამოხატული მუდმივი შრომისუუნარობა;
  • მესამე ხარისხი: მნიშვნელოვნად გამოხატული მუდმივი შრომისუუნარობა;
  • მეოთხე ხარისხი: მკვეთრად გამოხატული მუდმივი შრომისუუნარობა.

შრომისუუნარობის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება დაფინანსების წილი (ჯამური ლიმიტიდან).

დაზღვეულის გარდაცვალების ან მისი დაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, დაფინანსება მოიცავს შესაბამისი მუშა-მოსამსახურზე გამოყოფილი ლიმიტის 100%-ს.

 

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით