
2020 წელს წარმოშობილი რისკების რეიტინგი
ფრანგულმა მულტინაციონალურმა სადაზღვევო კომპანია AXA -მ, IPSOS კვლევით ინსტიტუტთან და გეოპოლიტიკური საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group თანამშრომლობთ გამოაქვეყნა ყველაზე გავლენიანი რისკების მეშვიდე ანგარიში.
სამომავლო რისკების ანგარიშის 2020 წლის გამოცემა განხორციელდა 54 ქვეყნის 2 700 ექსპერტის დახმარებით. კვლევაში მოცემულია ათი ყველაზე საგანგაშო რისკის რეიტინგი 2020 წელს.
ანგარიში ცხადყოფს, რომ პანდემიისა და ინფექციური დაავადებების რისკი პირველ ადგილზეა, რასაც მოსდევს კლიმატის ცვლილების რისკი.
ცხრილის მესამე პოზიცია უკავია კიბერ შეტევების რისკებს, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებო ხდება დისტანციური მუშაობისას და იზოლაციის პერიოდში გაზრდილი კიბერ შეტევების ფონზე.
2020 წლის ტოპ 10 გლობალური რისკი ასე გამოიყურება:
რეიტინგი |
Top 10 საგანგაშო რისკი |
2020 წლის გამოკითხვის შედეგი |
2019 წლის გამოკითხვის შედეგი |
|
2020 |
2019 |
|||
1 |
8 |
პანდემია და ინფექციური დაავადებები |
56% |
23% |
2 |
1 |
კლიმატის ცვლილებები |
54% |
67% |
3 |
2 |
კიბერ შეტევები |
51% |
56% |
4 |
3 |
გეოპოლიტიკური არასტაბილურობა |
38% |
42% |
5 |
4 |
სოციალური დაძაბულობა და ადგილობრივი კონფლიქტები |
33% |
28% |
6 |
9 |
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები |
30% |
17% |
7 |
10 |
მაკროეკონომიკური რისკები |
24% |
16% |
8 |
5 |
ბუნებრივი რესურსების მართვა და ბიომრავალფეროვნება |
22% |
27% |
9 |
6 |
ფინანსური რისკები |
21% |
15% |
10 |
7 |
გარემოს დაბინძურება |
20% |
23% |
წყარო: Atlas Magazine