
სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის 6 თვის სტატისტიკა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემები.
2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია,
17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას,ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას;
2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.
მზღვეველების სადაზღვევო მოგება შეადგენს 89,5 მილიონ ლარს და გაზრდილია 23%-ით, ხოლო წმინდა მოგება კი 29,2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 49%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,7 მილიონ ლარს და წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით გაზრდილია 3%-ით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 18%-ით და შეადგენს 273,9 მილიონ ლარს.
რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალებს, ისე ასე გამოიყურება:
სადაზღვევო კომპანიების მიერ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში ანაზღაურდა 154,3 მლნ. ლარის სადაზღვევო ზარალი, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, თუმცა ნეტო ანაზღაურებული ზარალების ოდენობა (გადაზღვევის გამოკლებით) გაზრდილია 3%-ით და 131,4 მლნ. ლარს შეადგენს.
2020 წლის 6 თვის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო ზარალების ოდენობა შეადგენს 190,8 მლნ. ლარს, რაც 39%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, თუმცა ნეტო დამდგარი ზარალების ოდენობა (გადაზღვევის გამოკლებით) გაზრდილია 9%-ით და 141,3 მლნ. ლარს შეადგენს.
სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2020 წლის 6 თვის მონაცემებით ასე გამოიყურება:
► სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა 171.4 მლნ ლარი - ბაზრის გაყიდვების 45%;
► ქონების დაზღვევა 59 მლნ ლარი - გაყიდვების 16%
► ტრანსპორტის დაზღვევა 59 მლნ ლარი - გაყიდვების 16%
► სიცოცხლის დაზღვევა 26,3 მლნ ლარი - გაყიდვების 7%
► ავტომბლობელთა სამოქ. პასუხისმგებლობა 20,2 მლნ ლარი - 5%
► სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 13,6 მლნ ლარი - 4%
► დანარჩენ სადაზღვევო პროდუქტებზე ჯამურად მოდის გაყიდვების - 7% (27,3 მლნ ლარი)
იხილეთ მიმდინარე სტატისტიკა მოცემულ ლინკზე.
წყარო: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.