Aon - მა საწვავის ფასის დაზღვევის პროდუქტი შექმნა

Aon - მა საწვავის ფასის დაზღვევის პროდუქტი შექმნა

Aon - მა საწვავის ფასის დაზღვევის პროდუქტი შექმნა

15 იან. 2021

Aon - მა, წამყვანმა გლობალურმა პროფესიონალური სერვისების კომპანიამ, რომელიც უზრუნველყოფს რისკების ფართო სპექტრის, საპენსიო და სამედიცინო სერვისების მენეჯმენტს, 2021 წლის დასაწყისში დააანონსა საწვავის დაზღვევის ახალი პროდუქტის შექმნა, იმისათვის, რომ დაიცვას კომპანიები საწვავის ზრდადი ხარჯებისგან.

 

საკრედიტო დაზღვევის AAA რეიტინგის მხარდაჭერით, აღნიშნული დაფარვა გააქტიურდება, თუ საწვავის ღირებულება გაიზრდება და გადააჭარბებს შეთანხმებულ ლიმიტს.  

 

საწვავის ფასის დაზღვევის პოლისი დაფარავს სხვაობას შეთანხმებულ ფასსა და გაზრდილ ფასს შორის. აღნიშნული სხვაობა დაფინანსდება ყოველთვიურად იმისათვის, რომ კომპანიებმა უზრუნველყონ გაზრდილი ხარჯების მართვა და საბაზრო ფასების მნიშნელოვანი რყევები.

 

მოცემული სადაზღვევო პროდუქტი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მხარდაჭერას კომპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ დიდი მოცულობის საწვავს მათ შორის საზღვაო, საავიაციო, სამშენებლო, სამთო და ენერგეტიკულ სფეროში.

 

კრის ბჰატი, Aon - ის გლობალური გაყიდვების ხელმძღვანელის კომენტარით:„Aon მუდმივად ცდილობს შეიმუშავოს და განავითაროს  ინოვაციური გადაწყვეტილებები ჩვენი კლიენტების გაზრდილი მოთხოვნილებების გადასაწყვეტად. მოცემული პროდუქტის რეალიზაციით მოხარულები ვართ გაუწიოთ კლიენტებს ჩვენი მხარდაჭერა რთულ ბიზნეს გარემოში ადაპტირებისათვის და გრძელვადიანი ბიზნეს რისკების მინიმიზაციაში, რათა ხელი შევუწყოთ კორპორაციული ბიზნესის მდგრადობას და მის სტაბილურობას.

 

წყარო: Aon

წინა სტატია

2020 წელს წარმოშობილი რისკების რეიტინგი