სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

ნებისმიერი კომპანიის საქმიანობის პროცესში არის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია დაზიანდეს მესამე პირის ჯანმრთელობა და/ან  ქონება.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის შედეგად მესამე მხარისადმი მიყენებული ზარალის/ზიანის ანაზღაურებას.

სადაზღვევო პოლისით განისაზღვრება პასუხისმგებლობის შესაბამისი ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც ხდება შესაძლო ზარალის ანაზღაურება.

დაფარვები

მესამე პირისათვის მიყენებული სხეულის დაზიანება, შრომისუნარიანობის დაკარგვა ან გარდაცვალება.

ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში მესამე პირის ქონების დაზიანება / განადგურება.

სასამართლო ხარჯები, ბაჟი და სარეგისტრაციო მოსაკრებელი, რომლის გაღებასაც საჭიროებს მესამე პირი მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით