ქონების დაზღვევა

ქონების დაზღვევა იცავს კომპანიებს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, როდესაც მათ საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება დაზიანდეს ან განადგურდეს.

დაზღვევა მოიცავს:

  • შენობა-ნაგებობებს, მათ რემონტს და გარე შემინულობას;
  • უძრავი ქონების შიგთავსის ელემენტებს (ავეჯი, ტექნიკა, კომუნიკაციები);
  • სასაქონლო მარაგებს (ნედლეული, მზა პროდუქცია)
  • მანქანა დანადგარებს ( საწარმოო მოწყობილობები, დაზგა, ჩარხი და სხვა).

ქონების დაზღვევასთან ერთად საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევის პროდუქტის
შეძენაც არის შესაძლებელი.

დაზღვეული რისკები

მოიცავს ქონების დაზიანებას - ხანძრის, აფეთქების და მეხის დაცემის შედეგად.

 

მოიცავს ქონების დაზიანებას -  წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის, წყლის შემოჭრის, გრუნტის და მდგარი/გამდინარე წყლის ზემოქმედების შედეგად. 

მოიცავს ქონების განადგურების და მათი გაუჩინარების რისკებს - ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და ვანდალიზმის შედეგად.

მოიცავს ქონების დაზიანებას - საგნის დაცემის, სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის დაჯახების შედეგად.

მოიცავს ქონების დაზიანებას - მიწისძვრის, სეტყვის, ძლიერი ქარის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა სტიქიური მოვლენებისგან.

მოიცავს ქონების დაზიანებას - მესამე პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, მათი ძალისმიერი შეღწევისას მომხდარ შემთხვევებს.

მოიცავს: დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგების, სამშენებლო -სარემონტო ნარჩენების გატანის ხარჯებს.

მოიცავს : შენობის ან სხვა კონსტრუქციის გარე პერიმეტრის მინის ფანჯარის, ვიტრინის, ვიტრაჟის, კარის, ტიხრის ან მინაბლოკის დაზიანებას.

დამატებითი დაფარვის სახით, შესაძლებელია დაიზღვეს ქონების დაზიანება - საომარი მოვლენების, საბრძოლო მოქმედებების, საზოგადოებრივი მანიფესტაციების და საბოტაჟის შედეგად.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით