ვალდებულების შესრულების გარანტია

ვალდებულების შესრულების გარანტია არის სადაზღვევო კომპანიის მიერ დამკვეთის დავალებით შემსრულებლისთვის გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, გარანტიით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიის მიერ ბენეფიციარისთვის თანხის გადახდას.

გარანტიის გამოყენება საშუალებას აძლევს კომპანიებს აწარმოონ ფინანსური ოპერაციები ფულადი რესურსების ბანკში გაჩერების გარეშე, რაც მეტი სახსრების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს მათ ბიზნესის განვითარებისათვის. 

დაზღვეული რისკები

გადახდის გარანტია არეგულირებს მყიდველსა და გამყიდველს შორის აღებული ვალდებულებების შესრულებას იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა მიწოდებული საქონლის / მომსახურების თანხის დროული გადახდა.

ხარისხის გარანტია უზრუნველყოფს ხელშეკრულებით პირობების შესაბამისად, შესაბამისი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლო წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ვალდებულებას.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით