მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა უზრუნველყოფს საწარმოო მოწყობილობების და დანადგარების დაზღვევას მათი ფიზიკური და ელექტრო დაზიანების ან განადგურებისაგან.
დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს : სტაციონარული და მობილური მანქანა-დანადგარები, ელექტრო ტექნიკა და სხვა სპეცტექნიკა, სამედიცინო მოწყობილობები, საკომუნიკაციო და სანავიგაციო საშუალებები, კვლევებისა და ტესტირების მოწყობილობები და მრავალი სხვა.
ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.
შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.
ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.
მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით