სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის დაზღვევა აზღვევს ორგანიზაციის თანამშრომლებს ბუნებრივი მიზეზით, ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალებისგან.

სიცოცხლის დაზღვევის დაფარვა ითვალისწინებს ფიქსირებული ანაზღაურების გაცემას დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაში.

სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად შესაძლებელია შრომისუუნარობის დაზღვევის შეძენაც.

დაზღვეული რისკები

შემთხვევა ითვალისწინებს სადაზღვევო თანხის (დაზღვეული ლიმიტის) სრულად ანაზღაურებას. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამართალმემკვიდრეს ან წინასწარ განსაზღვრულ პირს შეუფერხებლად აუნაზღაურდება პოლისით გათვალისწინებული თანხა.

უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარი შრომისუუნარობის ხარისხის შესაბამისად ხდება სადაზღვევო კომპენსაციის გაცემა დაზარალებულისათვის, ჯამური დაზღვეევის ლიმიტიდან.

 

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით