საბანკო გარანტია ტენდერებისათვის

საბანკო გარანტია არის სადაზღვევო კომპანიის მიერ დამკვეთის (პრინციპალის) დავალებით შემსრულებლისთვის (ბენეფიციარი) გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, გარანტიით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიის მიერ ბენეფიციარისთვის თანხის გადახდას.

საბანკო გარანტიის დოკუმენტების წარდგენა მოეთხოვებათ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დამკვეთის მიმართ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის უზრუნველყოფისათვის.

დაზღვეული რისკები

გარანტიის დანიშნულებაა დაარეგულიროს შემთხვევები, როცა გამარჯვებული მონაწილე სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე უარს აცხადებს ტენდერში მონაწილეობის გაგრძელებაზე ან შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე.

სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას, დაუბრუნოს ავანსი შემსყიდველს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის მიღების შემდეგ პროდუქტის ან სერვისის მიმწოდებელი არამიზნობრივად იყენებს ავანსად მიღებულ თანხას და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

გარანტია უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარ განსაზღვრული პირობებით შესრულებას სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, თუ პროდუქტის/სერვისის მიმწოდებლის მხრიდან არ ხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით