კიბერ რისკი არ არის მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) შიდა დეპარტამენტის გამოწვევა — ეს არის კომპლექსური საოპერაციო, ფინანსური და სტრატეგიული რისკი. კიბერ რისკები მოიცავს ნებისმიერ საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ორგანიზაციის ციფრული აქტივები, ჩაშალოს ბიზნესპროცესები, გამოიწვიოს ფინანსური დანაკარგი ან შელახოს კომპანიის რეპუტაცია.
რას ფარავს სადაზღვევო პოლისი:
კიბერ დაზღვევის პოლისი როგორც წესი, ორ ძირითად ბლოკად იყოფა:
ეს არის ხარჯები, რომლებსაც კომპანია საკუთარი თავის გადასარჩენად და სისტემების აღსადგენად ეწევა:
ბიზნესის შეწყვეტის ზარალი (Business Interruption): შეწყვეტილი საოპერაციო საქმიანობის შედეგად დაკარგული მოგება და ფიქსირებული საოპერაციო ხარჯები.
მონაცემთა და სისტემების აღდგენა (Data & System Restoration): განადგურებული, დაზიანებული ან დაშიფრული მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის აღდგენის / ხელახლა შექმნის ხარჯები.
კიბერ გამოძალვა (Cyber Extortion / Ransomware): გამოძალვასთან დაკავშირებული ინციდენტების მართვა, ექსპერტების ჩართულობა და კრიზისული გადაწყვეტილებების დაფინანსება.
ინციდენტზე რეაგირების ხარჯები, კერძოდ:
შეტყობინების ხარჯები: დაზარალებული კლიენტებისა თუ პარტნიორების ინფორმირება.
ეს არის ფინანსური და სამართლებრივი ვალდებულება გარე პირების (კლიენტები, პარტნიორები, სახელმწიფო) წინაშე, თუ შეტევამ ისინი დააზარალა:
ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.
შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.
ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.
მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით