საბაჟო გარანტიები

საბაჟო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტია გაიცემა იმპორტის და ექსპორტის ოპერაციების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ საბაჟო ორგანოებისათვის საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულების უზრუნველსაყოფად;

საბაჟო გარანტია უზრუნველყოფს დადგენილი საბაჟო გადასახადების დაფარვისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებების შესრულებას.

დაზღვეული რისკები

საბაჟო გარანტია უზრუნველყოფს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების დაფარვისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებების შესრულებას საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

TIR (Transport International Routière) კონვენცია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო სატრანსპორტო კონვენციაა.

 

მისი ძირითადი ელემენტია სატრანზიტო ქვეყნის გარანტირების მექანიზმი, რომ იმპორტირებული პროდუქტები: ა) ნამდვილად დატოვებს ქვეყანას, ბაზარზე მათი არალეგალური რეალიზაციის გარეშე, ან ბ) რომ გადახდილ იქნება შესაბამისი აქციზი და გადასახადები, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულება ტრანსპორტირებული პროდუქციის ქვეყნის დატოვების შესახებ.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით