საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევა

საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევა მოიცავს მატერიალური ზიანის კომპენსაციას, რომელიც შეიძლება დადგეს დაზღვეული ქონების დაზიანება/განადგურების შედეგად, რაც იწვევს საქმიანობის შეჩერებას.

დაზღვეული რისკები:

უძრავი და მოძრავი ქონების შემთხვევაში: ხანძრის, წყლის დაზიანების, ქონების მისაკუთრების, სატრანსპორტო საშუალების შეჯახების, საგნის დაცემის, სტიქიური მოვლენების, მესამე პირთა ქმედების და ქონების დაზღვევის პოლისში შემავალი სხვა რისკები.

მანქანა-დანადგარების დაზღვევის შემთხვევაში: მისი ელექტრო და ფიზიკური დაზიანების, საწარმოო დეფექტების, ექსპლუატაციისას დაშვებული შეცდომების ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის რისკები.

დაზღვევით დაფარული ხარჯები და დანაკარგები

მოიცავს საქმიანობის შეჩერების პერიოდში გადასახდელ ხელფასებს და საშემოსავლო გადასახადს.

დამზღვევის საქმიანობისათვის გამოყენებული შენობის, მანქანა-დანადგარების ან სხვა ქონების იჯარის, ქირის, ლიზინგის ხარჯები, რისი გადახდის ვალდებულებაც არ წყდება ქონების დაზიანება/განადგურების გამო, საქმიანობის შეჩერების პერიოდში.

ანაზღაურდება შეჩერების პერიოდში საჭირო კომუნალური, საკომუნიკაციო, დაცვის მომსახურების და სხვა გადასახდელები.

ანაზღაურდება საგადასახადო ვალდებულებები - დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი, მოგების საავანსო გადასახადი, რომლებიც ვერ იქნება გადახდილი საქმიანობის შეჩერების მიზეზით.

შეჩერების პერიოდში არსებული საბანკო კრედიტები (ძირი და პროცენტი) ან სხვა ფულადი ვალდებულებები, რისი გადახდის რესურსიც არ აქვს ან არასრულად აქვს დაზღვეულ კომპანიას შეჩერებული საქმიანობის შედეგად.

სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმებით, ის ხარჯები, რაც ხელს უწყობს ანაზღაურებადი ზიანის შემცირებას.

ანაზღაურდება წმინდა მოგების ის მიუღებელი ნაწილი, რომელსაც დაზღვეული მიიღებდა საქმიანობის შეუჩერებლობის შემთხვევაში.


ანაზღაურება დაანგარიშდება წლიური საგადასახადო მონაცემების მიხედვით.

მიბმული ფაილები

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით