პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლების მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშვებული შეცდომების ან დაუდევრობის შედეგად დამკვეთისათვის (მოსარგებლისთვის) მიყენებულ ზარალს.
ორგანიზაციები, რომლებიც ირჩევენ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას, მოიცავს: საკონსულტაციო ფირმები; ბუღალტრული კომპანიები; აუდიტორული ფირმები; იურიდიული/საადვოკატო ფირმები; სამედიცინო ორგანიზაციები; არქიტექტურული კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტოები, საბროკერო კომპანიები, ფინანსური მრჩევლები და ა.შ.
შეცდომებისა და დაუდევრობის რისკის დაფარვა იცავს ბიზნესს შემსრულებლის ხარვეზებისაგან პროფესიული სერვისის გაწევისას. მაგალითად, არასწორი რჩევების, სპეციფიური რისკების გაუთვალისწინებლობის, მომსახურების შეუსრულებლობის გამო, რასაც მოყვა ზარალი.
მოიცავს შემდეგ ხარჯებს:
დაფარვა ითვალისწინებს საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით წარმოქმნილი ზიანის ან ზარალის ანაზღაურებას.
ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.
შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს შესაბამისი სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო/ოპტიმალურ შეთავაზებას.
ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს შერჩეულ სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.
მონიტორინგი მოიცავს დამზღვევის / დაზღვეულის დახმარებას სადაზღვევო მომსახურების დროულ და სამართლიან მიღებასა და ანაზღაურებაზე. ასევე, დაზღვეულთა პერიოდულ გამოკითხვებს სადაზღვევო მომსახურების კმაყოფილების შესახებ და სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით