სპეც. ტექნიკის დაზღვევა ითვალისწინებს სპეციალური მძიმე ტექნიკის დაზღვევას (ექსკავატორი, დამტვირთველი, ბულდოზერი, თვითმცლელი მანქანები და ა.შ) მათი დაზიანება-განადგურებისაგან.
მოცემული ტიპის ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის რისკების დაზღვევა მოქმედებს იმის მიუხედავად, ის სამუშაო თუ დასვენების რეჟიმშია, ასევე გაწმენდის ან შემოწმების მიზნით დაშლილია თუ დამონტაჟების რეჟიმშია.
დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ სამშენებლო ტერიტორიაზე.
დაფარვები შესაძლებელია მოიცავდეს:
დაფარვა ითვალისწინებს მესამე პირის ქონების და ჯანმრთელობის რისკების დაზღვევას, დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის ბრალეულობით მომხდარ შემთხვევებზე საწარმოო/სამოქმედო ტერიტორიაზე.
ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.
შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.
ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.
მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით