ნაღდი ფულის და ფასეულობების დაზღვევა

ნაღდი ფულის და ფასეულობების დაზღვევა იცავს კომპანიებს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, რომლებიც დაკავშირებულია ფულის და ფასეულობების (ძვირფასი ლითონები) გატაცებასთან ან მათი დაზიანება/განადგურებასთან.

დაზღვევა მოიცავს ნაღდი ფულს და ფასეულობებს:

  • სეიფებში (საცავი, სალარო კვანძი)
  • გადახდის აპარატებსა და ტერმინალებში
  • ტრანზიტის (გადაზიდვის) დროს

დაზღვეული რისკები

მოიცავს ფულის და ძვირფასი ლითონების დაზიანებას - ხანძრის, აფეთქების, მეხის დაცემის, საფრენი აპარატის ან მისი ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად.

მოიცავს ფულის და ძვირფასი ლითონების დაზიანებას -  წყალსადენების, გასათბობი, ხანძარსაწინააღმდეგო, საკანალიზაციო სისტემების უეცრად მწყობრიდან გამოსვლის, მეზობელი სადგომებიდან წყლის შემოჭრის, მიწისქვეშა წყლების გამოსვლისგან - თუ ისინი გამოწევეულია სტიქიის შედეგად.

მოიცავს ფულის და ძვირფასი ლითონების განადგურების და მათი გაუჩინარების რისკებს - ქურდობის, ძარცვის,  ყაჩაღობის ან ვანდალიზმის შედეგად.

მოიცავს ფულის და ძვირფასი ლითონების დაზიანებას -  მიწისძვრის, ქარიშხალის, სეტყვის, შტორმის, მეწყერის, წყალდიდობის, მდინარეების ადიდების, უხვთოვლიანობის, კოკისპირული წვიმის, ქვისცვენის, ზვავის ან სხვა სტიქიური მოვლენებისგან.

მოიცავს ფულის და ძვირფასი ლითონების დაზიანების, განადგურების რისკებს მესამე პირის ვანდალური ქმედებებისგან.

დამატებითი დაფარვით შესაძლებელია დაიზღვეს თანამშრომლის მხრიდან თაღლითური ქმედებით წარმოქნილი ფინანსური ზარალი.

დამატებითი დაფარვით შესაძლებელია დაიზღვეს - საომარი მოქმედებების შედეგად დამდგარი ზარალი

(War Clause), ასევე გაფიცვების, მასობრივი არეულობების, სამოქალაქო მღელვარების შედეგად დამდგარი ფინანსური ზარალი (SRCC Clause)

 

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით