საავიაციო რისკების დაზღვევა

საავიაციო რისკების დაზღვევა ითვალისწინებს საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებისაგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

დაფარვა მოიცავს: საჰაერო ხომალდის დაზღვევას, მისი მგზავრების და მესამე პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას, ტვირთებსა და ბარგზე პასუხისმგებლობის დაზღვევას, ასევე აეროპორტის პასუხისმგებლობის დაზღვევას.

დაფარვები

დაფარვა ითვალისწინებს საჰაერო ხომალდის ძარისათვის მიყენებულ ზიანს სადაზღევო პოლისში მოცემული ლიმიტისა და პირობების მიხედვით.

დაფარვა მოიცავს საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. კერძოდ, მგზავრის სხეულის დაზიანებას თვითმფრინავზე ასვლის, თვითმფრინავში ყოფნის ან თვითმფრინავიდან ჩამოსვლის დროს. ასევე თვითმფრინავზე ავარიის შედეგად მგზავრების ბარგის დაზიანებას ან განადგურებას.

დაზღვევა ფარავს უბედური შემთხვევის შედეგად მესამე პირების ქონების და/ან სხეულის დაზიანების გამო დამზღვევისათვის დაკისრებულ ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია თვითმფრინავის ან მისი რომელიმე ნაწილის ჩამოვარდნით, შეჯახებით.

დაზღვევა ფარავს აეროპორტების მფლობელებსა და ოპერატორებზე დაკისრებულ მატერიალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გამოწვეულია მესამე პირების მიერ აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისას სხეულის ან ქონების დაზიანების გამო.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენ ვახდენთ სადაზღვევო პროდუქტის ფორმირებას თქვენი ორგანიზაციისათვის, რომელიც ხარისხობრივად გამოირჩევა რომელიმე ერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტისაგან.

შექმნილი პროდუქტის მისაღებად ჩვენ ვიძიებთ მისი დაზღვევის პირობებს სადაზღვევო კომპანიებისაგან და ანალიზს ვუკეთებთ მათ შეთავაზებებს, რის მიხედვითაც ვარჩევთ საუკეთესო / ოპტიმალურ შეთავაზებას.

ჩვენ ვმართავთ დაზღვევის სრულ პროცესს, რაც მოიცავს სადაზღვევო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დახმარებას, სადაზღვევო პროცესში წარმოქმნილი საკითხების მართვასა და კონტროლს.

მონიტორინგი მოიცავს მომსახურების სერვისის მართვას სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, რაც ეხმარება დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევების სამართლიან და დროულ გადაწყვეტაში. სერვისი ასევე მოიცავს დაზღვეულთა გამოკითხვებს და სერვისში დაფიქსირებული ხარვეზების მართვას.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით