დაზღვევის მონიტორინგი

სადაზღვევო სერვისების მონიტორინგი

ჯანმრთელობის, ქონების, პასუხისმგებლობის თუ სხვა სადაზღვევო სერვისების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დროულად, სამართლიანად და სათანადო დაფინანსებით ხდება კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევებზე რეაგირება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან.

 

ასტრუმ რისკ მენეჯმენტი უზრუნველყოფს დამკვეთი კომპანიის და მისი თანამშრომლების კვალიფიციურ დახმარებას სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირებაში, ასევე საანგარიშსწორებო და პროცედურული საკითხების დროულ გადაწყვეტას სადაზღვევო კომპანიებთან. 

 

ჩვენ ასევე გიწევთ სათანადო ინსტრუქტაჟს დაზღვევით სწორად და კომფორტულად სარგებლობისათვის.

ჩვენი აქტივობები

ჩვენი აქტივობები

ჩვენ ვეცნობით თქვენს მიერ შეძენილ სადაზღვევო პროდუქტის/პროდუქტების პირობებს, დადებულ ხელშეკრულებებსა და მათში არსებულ რისკ ფაქტორებსა და ნიუანსებს, რაც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ სერვისის განსახორციელებლად.

ჩვენ ვახდენთ დაზღვეულთა და მათ ოჯახის წევრთა მხარდაჭერას სამედიცინო მომსახურების მიღებასა და მომსახურების ანაზღაურების საკითხებში, ასევე ვმუშაობთ სადაზღვევო კომპანიებთან დაზღვეულთა პრობლემური საკითხების სამართლიანი გადაწყვეტისათვის.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვერთვებით მოცემული საკითხის დარეგულირებაში და შესაბამის დახმარებას გიწევთ მათი სამართლიანი და დროული დაფინანსებისათვის.

დაზღვევის პირობებისა და სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირების ხარისხის შესაბამისად ვახდენთ თქვენი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების მომსახურების ხარისხის შეფასებას, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის სამომავლო თანამშრომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

სადაზღვევო შემთხვევების მონიტორინგის პროცესში და ასევე მისი დასრულებისას, ჩვენ გაწვდით შესაბამის ინფორმაციას სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირების სტატუსის შესახებ, ასევე იმ ხარვეზებისა და რისკების შესახებ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს,  რაც მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით.

მიიღეთ კონსულტაცია

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით