რა გავითვალისწინოთ ბიზნესის დაზღვევისათვის

რა გავითვალისწინოთ ბიზნესის დაზღვევისათვის

რა გავითვალისწინოთ ბიზნესის დაზღვევისათვის

15 ნოე. 2022

სწორი სადაზღვევო პროდუქტების არჩევა თქვენი ბიზნესის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ისინი გეხმარებათ მართოთ და შეამციროთ პოტენციური რისკები. 

 

ბიზნესის დაუზღვევლად დატოვებით ან მისი არასრულად დაზღვევით ზრდით პოტენციური ზარალების ალბათობას, რაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენს ბიზნეში არსებულმა შემთხვევებმა. ამავდროულად არასწორი დაზღვევის პროდუქტის შესყიდვაც შესაძლოა იყოს თანხის უმართებულო კარგვა.

 

თქვენ რეგულარულად უნდა გადახედოთ და განაახლოთ თქვენი დაზღვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი ბიზნესი იზრდება ან იცვლება.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია თქვენს ბიზნესში (როგორიცაა კანონით დადგენილი სავალდებულო დაზღვევის პროდუქტები ან ინვესტორების/დაინტერესებული მხარეთა მხრიდან ვალდებულება) თქვენი პასუხისმგებლობაა განსაზღვროთ თქვენს ბიზნესში არსებული რისკები და გადაწყვიტოთ თუ რომლისგან დაზღვევა გჭირდებათ რეალურად.

 

 რისკებისგან დაზღვევა

კომპლექსური რისკებისგან დაზღვევა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ბიზნეს რისკების შემცირებისათვის. დაზღვევა ამცირებს რისკს პოლისის გამცემი კომპანიისთვის გადაცემით. თქვენ იხდით სადაზღვევო პრემიას და არ რისკავთ ბევრად უფრო დიდი ზარალის წარმოქმნისას საჭირო ფინანსური რესურსებით.

 

 რისკების განსაზღვრა

როგორც ბიზნესის მფლობელი, თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ბიზნესის ყველა პოტენციური რისკი.

ყურადღებით დააკვირდით თქვენს ბიზნეს ოპერაციებს ყველა პოტენციური რისკის დასადგენად. ეს შეიძლება მოიცავდეს:

 

  • ქონების დაზღვევას;
  • პასუხისმგებლობის დაზღვევას;
  • დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევას;
  • უფრო ვიწრო რისკ ჯგუფების და ხდომილებების დაზღვევას.

 

 მოამზადეთ რისკების დაზღვევის გეგმა

მას შემდეგ რაც გამოავლენთ და შეაფასებთ შესაძლო რისკებს, მოამზადეთ რისკის მართვის გეგმა.  
ეს დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ რომელი რისკებისგან აუცილებლად უნდა დააზღვიოთ ბიზნესი და რომელი რისკებისგან შეგიძლიათ დაიცვათ თავი სხვა გზებითა და საშუალებებით.
 

 პროფესიონალური სადაზღვევო რჩევა

კარგი რჩევა დაზღვევის შეძენამდე დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი დაზღვევა თქვენი ბიზნესისთვის და დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა.

დაზღვევის სპეციალისტს ან დაზღვევის პროფესიონალს შეუძლია მართოს თქვენი კომპანიის დაზღვევა იმ სადაზღვევო კომპანიის/კომპანიების მეშვეობით, რომლებიც დააკმაყოფილებენ თქვენთვის საჭირო პროდუქტის მოთხოვნებს.

 

ბიზნესის დაზღვევაში სპეციალიზებულ კომპანიას ან ინდივიდუალს შეუძლია თქვენი ბიზნესის დაზღვევის შესახებ საუკეთესო რჩევის მიწოდება. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ გადაწყვიტოთ რომელი ტიპის დაზღვევა გჭირდებათ და შეადგინოთ ეფექტური პაკეტი.

 

დამოუკიდებელი სადაზღვევო სპეციალისტები ან სადაზღვევო რისკების მართვის კომპანიები არ მუშაობენ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში. ისინი მუშაობენ თქვენი კომპანიის ინტერესების გატარებაზე შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან.

 

თუ თქვენ უკვე სარგებლობთ შესაბამისი დაზღვევით - შეგიძლიათ მიმართოთ რჩევისთვის სადაზღვევო კომპანიას, თუმცა ისინი დაგეხმარებიან მხოლოდ საკუთარი კომპანიის რესურსების და შესაძლებლობების ფარგლებში, მაშინ როცა დამოუკიდებელი მრჩეველი და დაზღვევის სპეციალისტი, რომელიც მომაგრებულია თქვენს კომპანიაზე - ცდილობს რომ შექმნას, გაუკეთოს მოდიფიკაცია არსებულ პროდუქტს თქვენი ინტერესების შესაბამისად და შეიძინოს ის თქვენთვის იმ სადაზღვევო კომპანიაში, რომელიც შეძლებს ასეთი პროდუქტის მოწოდებას.

 

არ დაგავიწყდეთ რომ რეგულარულად გადახედოთ თქვენი კომპანიის სადაზღვევო დაფარვებს თქვენს დაზღვევის სპეციალისტთან / პარტნიორ რისკების მართვის კომპანიასთან ერთად.

 

 

წინა სტატია

რა უნდა გავითვალისწინოთ ინვესტორთან იდეის წარდგენამდე